კრემლი თვლის, რომ ევროპა აფერხებს ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინაში
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსული სახელმწიფო მედიის რეპორტიორებს განუცხადა, რომ „ევროპული ომის პარტია“ კვლავ ხელს უშლის აშშ-სა და რუსეთის ძალისხმევას უკრაინაში.
პესკოვმა თქვა ასევე, რომ რუსეთი მადლიერია ტრამპის ამ ძალისხმევისთვის და რომ მოსკოვი გააგრძელებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რადგან აქამდე უკრაინის მხრიდან მშვიდობისკენ მიმართული „საპასუხო“ ნაბიჯები არ უნახავს.
