Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ვენეციის კინოფესტივალის დღეებში ათასობით ადამიანმა გამოთქვამ პროტესტს ღაზაში ისრაელის ქმედების წინააღმდეგ

0

იტალიაში, ვენეციაში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალის დღეებში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში და პროტესტი გამოთქვა ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედების წინააღმდეგ.
ჩრდილოეთი იტალიის მემარცხენე მიმართულების ჯგუფების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში სხვადასხვა შეფასებით, მონაწილეობდა ოთხი ათასამდე ადამიანი, რასაც AFP-ის კორესპონდენტიც ადასტურებს.
დემონსტრანტებმა მსვლელობა რამდენიმე კილომეტრში დაიწყეს კინოს
სასახლიდან, რომლის “წითელ ხალიჩაზე” გასულ დღეებში მსოფლიო კინოს ვარსკვლავებმა გაიარეს.
დემონსტრანტები მივიდნენ და გაჩერდნენ ფესტივალის არეალთან, ლიდოს რაიონში, რომელსაც პოლიცია იცავს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით “დაასრულეთ გენოციდი,” “გაათავისუფლეთ პალესტინა”, ზოგიერთ მათგანი აფრიალებდა პალესტინელთა დროშას. ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა: „თქვენ ყველანი გენოციდის აუდიტორია ხართ“.
მსგავსი აქცია მოწყობილი იქნა ასევე კანის საერთაშორისო
კინოფესტივალზე მაისში.

AFP-ი იმოწმებს დემონსტრაციის მონაწილეებს, რომლებმაც თქვეს, რომ კინოინდუსტრიამ ვენეციაში - მსოფლიოში უძველეს კინოფესტივალზე, რომლის ფილმებიც ხშირად ოსკარის ჯილდოს იღებს - თავისი საჯარო პლატფორმა უნდა გამოიყენოს ღაზაზე ყურადღების გასამახვილებლად.
კინოს მრეწველობის ორი ათასამდე წარმომადგენელმა მოაწერა ხელი ორგანიზაცია „Venice4Palestine“(ვენეციის პალესტინელებისთვის) ღია წერილს, რომელშიც ისინი მოითხოვენ ისრაელის მიერ ომის წარმოების წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვას. მათ შორისა ვენეციაში ნაჩვენები კინოსურათის, „ფრანკენშტაინის“ რეჟისორის, გილიერმო დელ ტოროს ხელმოწერაც.
„წერილის მიზანი იყო ღაზისა და პალესტინის საკითხის ვენეციაში საჯარო დისკუსიის ცენტრში მოქცევა“, - განუცხადა Venice4Palestine-ის
თანადამფუძნებელმა და რეჟისორმა ფაბიომასიმო ლოციმ AFP-ს.
ამავე დროს, ფესტივალმა განაცხადა, რომ არ გააუქმებს ფესტივალზე იმ მსახიობებისთვის გაგზავნილ მოწვევას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისრაელის ქმედებებს ღაზაში.
ისრაელმა ღაზის სექტორში ომი დაიწყო დაახლოებით ორი წლის წინ მას მერე, რაც ჰამასის მეთაურობით პალესტინელთა რაზმები ისრაელის სამხრეთს დაესხნენ თავს და ისრაელის თანახმად, 1200 ადამიანი მოკლეს. ისრაელის საომარ მოქმედებს 63 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ მონაცემს გაერო სარწმუნოდ მიიჩნევს.

2025 წელს ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება. ფესტივალი 2025 წლის 27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ტარდება.
გამარჯვებულების ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია 6 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России