Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ENEMO მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები

0

„არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) შეფასებით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების ლეგიტიმური მუშაობისთვის ხელის შეშლის სერიოზულ მცდელობას თვითმმართველობის არჩევნების წინ.
ENEMO განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები.
„ასეთი ზომები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
ISFED-ი ათწლეულების განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაში პროფესიონალური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მონიტორინგის გზით. ISFED-ის და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესიული ზომებით მიზანში ამოღება არა მხოლოდ ძირს უთხრის მათ საქმიანობას, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ გარანტიებს და საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის გაერთიანების თავისუფლება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ENEMO განმარტავს, რომ სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება მიუკერძოებელი სამოქალაქო დამკვირვებლების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფენ ანგარიშვალდებულებას, აფიქსირებენ დარღვევებს და აძლიერებენ საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.
ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ განახორციელოს დამატებით სხვა ქმედებები, რაც ხელს შეუშლის მათ ლეგიტიმურ საქმიანობას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა.
დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშები.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России