Добавить новость
103news.com
World News
Август
2025

ისრაელმა ქალაქ ღაზის გარეუბნები დაბომბა, დაიღუპა 18 ადამიანი

0

ისრაელის არმიამ 31 აგვისტოს ღამით პალესტინელთა ტერიტორიის - ღაზის სექტორის მთავარი ქალაქის, ღაზის გარეუბნები დაბომბა.
ცეცხლის დაშენა მოხდა ჰაერიდან და ხმელეთიდან, დაინგრა სახლები და ბევრი ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.
Reuters-ის თანახმად, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ისრაელის არმის დარტყმების შედეგად კვირას სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 - როცა ისინი ცდილობდნენ საკვების მიღებას დახმარების ობიექტთან.
ამ ოპერაციის ფონზე ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უსაფრთხოების კაბინეტი კვირას ქალაქის აღების გეგმის განსახილველად იკრიბება.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ძალებმა გაამძაფრეს ოპერაციები ქალაქის გარშემო, 29 აგვისტოდან კი შეწყვიტეს დროებითი პაუზები იმ ტერიტორიაზე, რომელიც დახმარების მიწოდების საშუალებას იძლეოდა და ის „სახიფათო საბრძოლო ზონად“ გამოაცხადეს.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს უსაფრთხოების კაბინეტი კვირა საღამოს განიხილავს ღაზას ქალაქის აღებისთვის იერიშის შემდეგ ეტაპებს. ამ არეალს ნეთანიაჰუს მთავრობა ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) უკანასკნელ ბასტიონად თვლის.
ისრაელი აცხადებს, რომ სანამ სახმელეთო ძალებს შეიყვანდეს, სურს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. “წითელი ჯვრის” საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მირიანა სპოლიარიჩმა განაცხადა, რომ ქალაქიდან ევაკუაცია გამოიწვევს მოსახლეობის მასობრივ გადაადგილებას, მათ მისაღებად კი ღაზის სექტორის არცერთი სხვა ტერიტორია არ არის მზად, საკვების, თავშესაფრისა და სამედიცინო მარაგების მწვავე დეფიციტის ფონზე.

ისრაელის სამხედროებმა გააფრთხილეს თავისი პოლიტიკური უფროსები, რომ ამგვარი იერიში საფრთხეს უქმნის ჰამასის მიერ დაკავებული მძევლებს.
ისრაელში ბოლო ხანს გახშირდა და გაფართოვდა ომის დასრულებისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები.

Reuters-ის ცნობით, 30 აგვისტოს საღამოს თელ-ავივში გაიმართა დიდი დემონსტრაცია, ხოლო კვირა დილით მძევლების ოჯახებმა მინისტრების სახლების წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

ჰამასის მეთაურობით ისრაელის სასაზღვრო არეალში თავდასხმას 2023 წლის 7 ოქტომბერს, რომლის დროსაც დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, ხოლო 251 მძევლად აიყვანეს, ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედები მოჰყვა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის სამხედრო კამპანიამ ღაზაში იმსხვერპლა 63 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები.
რეგიონში მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია შენობების დიდი უმრავლესობა; ომს მოჰყვა უმძიმესი ჰუმანიტარულ კრიზისი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России