Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2025

პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პატიმრობას ითხოვს

0

ბურჭულაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიები ფარგლებში წარედგინა. სავარაუდო დანაშაული ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2023 წელს ჩაიდინა.

პროკურატურის ვერსიით, ბურჭულაძის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, დაუსაბუთებელი ქონების დამალვას, გამოძიება ამბობს რომ ეს უკვე 2024-2025 წლებში მომხდარი დანაშაულია.

უფრო კონკრეტულად კი:

"2025 წლის იანვარში, ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ხსენებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც მან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა."

ბურჭულაძის ადვოკატი მედიასთან ამბობს, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი გამოძიების ამ ვერსიებს არ ეთანხმება, თავს უდანაშაულოდ თვლის და ბრძოლას აპირებს.

" მრტ-ს აპარატთან დაკავშირებული თანხა შეუძლებელია წარგენილ იქნებს ბრალად, როგორც ფულის გათეთრება, რაზეც სუს-ი აპელირებს.. .

სახლი აქვს ესპანეთში, ამას ვადასტურებთ, მაგრამ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია შემოსავლების, საიდან იყო თანხა, წარმომავლობა და ამის დასაბუთება შეიძლება...

ეს ჰგავს დადგმულ სპექტაკლს, ხელისუფლებამ შეუძლია შეიქმნას იმიჯი კორუფციასთნა მებრძოლის, შესაბამისად, შდეგსაც ვხედავთ" - უთხრა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ მისმა ადვოკატმა.

ბურჭულაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე) წარედგინა;







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России