Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2025

მოლდოვაში საპარლამენტო უმრავლესობა ისევ პრეზიდენტ სანდუს პროევროპულმა პარტიამ მოიპოვა

0

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ხმების 99%-ის შეჯამებას ეფუძნება, პროევროპულ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ 101-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახური იუწყება. პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიას ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 49,85%-მა.

მეორე ადგილზე გასულმა პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“, რომლის ლიდერი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტი იგორ დოდონია, 26 მანდატის მოპოვება შეძლო(24,36%).

ჯერ კიდევ გასულ ღამით დოდონი მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა და განაცხადა, რომ თუ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ უმრავლესობა ექნება, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბების წინააღმდეგ ორშაბთს, 29 სექტემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 8 მანდატი ექნება ბლოკს „ალტერნატივა“, რომელიც თავს პროევროპულს უწოდებს, თუმცა მის შემადგენლობაში არიან წარსულში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები.

6-6 მანდატი ერგოთ პოპულისტურ „ჩვენს პარტიას“ და ნაციონალურ-კონსერვატიულ პარტიას „სახლის დემოკრატია“, რომელიც მოლდოვის და რუმინეთის გაერთიანებას ემხრობა.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა 52,2% იყო.

უმრავლესობის შენარჩუნება „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ საშუალებას მისცემს განაგრძოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მიმართული პოლიტიკა. ევროკავშირმა მოლდოვასთან მოლაპარაკებები 2025 წლის ივნისში გახსნა.

მოლდოვის პროევროპულმა ხელისუფლებამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობაში. მოსკოვი ამას უარყოფს.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს არაერთ პრორუსულ პარტიას. არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის გამო მოლდოვის პოლიციამ, პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას ეხება. დაკავებულია ათეულობით პირი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России