Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2025

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

0

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 12 წლამდე პატიმრობა ელით.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში „მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით“.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება) მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2015-2017 წლებში გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა, მაინინგში ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტა, არ მოახდინა ვირტუალური აქტივების შესაბამისი ოდენობის გადაცემა ინვესტორისათვის და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი, რის შემდგომაც მოახდინა მითვისებული აქტივების ლეგალიზაცია.

შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით“.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა მშობლები „დანაშაულებრივ მოქმედებაში ჩართო“:

„კერძოდ, ა.ბ.-ს და მ.რ.-ს ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში. ხდებოდა ამ აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობისა და საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების საბანკო ანგარიშებისა და თავად ბაჩიაშვილის იმ აქტივების დაყადაღებაზე, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ არის შეძენილი, ინფორმაცია პროკურატურამ 12 სექტემბერს გაავრცელა.

ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩეველი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დამნაშავედ ცნო 2025 წლის 10 მარტს.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც 2025 წლის მარტში საქართველო მალულად დატოვა, 27 მაისს დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის ცნობითაც ის საზღვარზე, მწვანე ზონის სიახლოვეს ტრიალებდა.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, საქართველოს დატოვების შემდეგ, ბაჩიაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა და მაისის ბოლოს სწორედ იქიდან დააბრუნეს საქართველოში.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России