Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

ეუთო/ოდირი თავისუფლებებისა და უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას

0

"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) გამოხატავს შეშფოთებას ძალადობრივი პროტესტის გამო, რომელიც საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოჰყვა", - ასე იწყება განცხადება, რომელიც 7 ოქტომბერს ეუთო/ოდირმა გაავრცელა.

ორგანიზაცია "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფი გაუარესების ფონზე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას და უზრუნველჰყოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მნიშვნელოვანი საქმის თავისუფლად და უსაფრთხოდ კეთება".

ეუთო/ოდირის დირექტორმა მარია ტელალიანმა განაცხადა:

“საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება, მათთვის სასჯელის მისჯა და დაჯარიმება თავიანთი უფლებების განხორციელების გამო. ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს ადამიანის უფლებათა სფეროში ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებები და საერთაშორისო ვალდებულებები, მშვიდობიანი შეკრების უფლების ჩათვლით.

მსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველჰყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები არ იყვნენ სამიზნეები და მათი ხმა იყოს გაგონილი, ვინაიდან მათი საქმიანობა არის გადამწყვეტი ცოცხალი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში”.

ოდირის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდავი ბოლოდროინდელი კანონმდებლობა კვლავ ხელს უშლის მათ გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებების განხორციელებას“.

ოდირმა გასულ წელს გამოაქვეყნა ე.წ. “უცხოური აგენტების შესახებ” კანონმდებლობის იურიდიული მიმოხილვა, გამოხატა სერიოზული შეშფოთება და მისი უკან გაწვევა მოითხოვა.

"ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებები, შეკრებებში მშვიდობიანად მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაკისრება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ზოგადი წესია, სახალხო შეკრებების დროს, სამართალდამცავებმა თავიდან უნდა აიცილონ ძალის გამოყენება და ხელი შეუწყონ შეკრებას, დიალოგითა და კომუნიკაციით.

ყველა შემთხვევაში, თუკი ძალა გამოიყენება, ის ყოველთვის შესაბამისობაში უნდა იყოს კანონთან, უნდა იყოს აუცილებელი და ვითარებიდან გამომდინარე საჭიროებების პროპორციული".

7 ოქტომბრის განცხადებაში ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ გამოხატავს სინანულს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად დაგვიანებით მიწვევის გამო:

"ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ გამოხატავს სინანულს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწვევა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად არჩევნების დღემდე თვეზე ნაკლები ხნით ადრე გაიგზავნა, როცა არასაკმარისი დრო რჩებოდა ოდირის დამკვიდრებული მეთოდოლოგიით სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის".

ეუთოს ყველა ქვეყანა აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანებას დემოკრატიისთვის და მზად არის შექმნას აუცილებელი სივრცე შინაარსიანი და თანასწორი პოლიტიკური ჩართულობისთვის.

განცხადების დასასრულ, აღნიშნულია, რომ ოდირი მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან და მხარი დაუჭიროს ეუთოს ფარგლებში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაში.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России