Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

"დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია" - ჩერგოლეიშვილი

0

"როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი - მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები.

როგორც პოლიტკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი და ამბობს, რომ მისი განცხადებები ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას სახლში გამართული ჩვენებების შესახებ, "საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას" ეფუძნება, რომელსაც "ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი გამოიტანდა."

თამარ ჩერგოლეიშვილმა 11 ოქტომბერს ფორმულას ეთერში თქვა 4 ოქტომბერზე საუბრისას:

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდანაც კი.

[...]

„აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაციაა, რაც მესმოდა შიგნით, რისი გარჩევაც მესმოდა იმას ვავრცელებ. ანუ, „ნაცმოძრაობაში“ პრობლემა, დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ცხადია, მე არ ვიცი, რა დანაშაულს სჩადიოდა და რას სჩადიოდა ბაჩო ახალაია, უბრალოდ, ფიგურირებდა ამ საქმეში, მასთან შეკრებები კეთდებოდა და ეს პრობლემა იყო.

ბაჩო ახალაიას ხალხი დადიოდა და თინა ბოკუჩავაზე საუბრობდა, რომ ხელფასი აქვს, რა ენაღვლება, ასე აყირავებდნენ. მე ვსაუბრობ იმას, რასაც მისი თანაპარტიელები წუხდნენ. უფრო მეტიც, მიშასთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია“- თქვა მან. ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა, მისი ეს განცხადება შეაფასა როგორც მისი და მისი ქმრის წინააღმდეგ სუს-ისთვის მიცემული ჩვენება.

ჩერგოლეიშვილის ფორმულას ეთერში გაკეთებულ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 10 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშორებით სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა მისი ცოლი ანი ნადარეიშვილი, თავად ახალაია კი კრიმინალურმა პოლიციაში იმყოფებოდა. მათით გამოძიების დაინტერესების ფონია 4 ოქტომბერს გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს და სადაც თითქოს ახალაია და მურთაზ ზოდელავა განიხილავენ აქციის გეგმებს.

"არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას - რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში - ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან - უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან" - წერს გამოკითხვაზე დაბარებული თამარ ჩერგოლეიშვილი.

ახალაიას სახელი 4 ოქტომბრის აქციის კონტექსტში პირველად ე.წ. "ჰექსოგენის საქმეზე" გაისმა 12 სექტემბერს.

ამ დღეს პროსახელისუფლებო გამოცემა Prime time-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია თითქოს "თბილისში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ოდიოზური ლიდერი ბაჩო ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს". იგივე წყარო, ირწმუნებოდა, რომ ახალაია "რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული".







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России