Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

შენგენის ზონაში ამოქმედდა სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა

0

12 ოქტომბერს, შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოთა შორის რამდენიმე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შესვლისა და გასვლის ახალი ელექტრონული სისტემა (EES) ამოქმედდა.
ამიერიდან საჭირო ხდება მესამე ქვეყნის მოქალაქეებისგან, მათ შორის შენგენის ზონაში უვიზო შესვლის უფლების მქონე პირებისგან (მათ შორის საქართველოს), ბიომეტრიული მონაცემების წარდგენა.

ახალი სისტემა თავდაპირველად სამ ქვეყანაში დაინერგება, რომელთა ხელისუფლებამაც
გამოაცხადა მისი დაუყოვნებლივ დანერგვისთვის მზადყოფნა: ესენია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი და ლუქსემბურგი. გერმანიაში ის თავიდან დიუსელდორფის აეროპორტში ამოქმედდება.

EES ელექტრონულად აღრიცხავს შენგენის ქვეყნებში ხანმოკლედ ჩასული მესამე ქვეყნის მოქალაქეების მონაცემებს.
ეს წესი არ გავრცელდება შენგენის ქვეყნებში ბინადრობის ნებართვის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქეებზე (ამჟამად 29 ქვეყანას მოიცავს). მათთვის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ცალკე რიგები იქნება.
სისტემა შექმნის შენგენის ზონაში სტუმრად ჩასულ მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების ციფრულ ბაზას. შემდგომი სასაზღვრო გადაკვეთებისას მათი ბიომეტრიული მონაცემები გადამოწმდება ამ ჩანაწერთან შედარებით.

ინფორმაცია შეინახება საერთოევროპულ მონაცემთა ბაზაში, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტიანად აკონტროლოს უცხოელთა გადაადგილება შენგენის ზონის ქვეყნებს შორის. ევროკომისია თვლის, რომ EES ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილებას და უზრუნველყოფს ევროპელი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოებას.

სისტემის თანდათანობით დანერგვა მოსალოდნელია ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე - სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო. 2026 წლის 10 აპრილისთვის ის, სავარაუდოდ, შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში ამოქმედდება, რის შემდეგაც პასპორტის ბეჭდების საჭიროება მთლიანად გაქრება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России