Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

ბესენტი აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების მოლაპარაკებებამდე: მიღწეულია ჩარჩო, რომ შეხვედრა იყოს ძალიან პროდუქტიული

0

აშშ-მა და ჩინეთმა შეათანხმეს შესაძლო სავაჭრო შეთანხმების ჩარჩო, რომელზეც მომდევნო კვირაში იმსჯელებენ ორი ქვეყნის ლიდერები. დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში შეხვდებიან ერთმანეთს.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს აშშ-ში „ტიკტოკის“ მუშაობასა და ჩინეთის იშვიათ მინერალებზე კონტროლის გადავადებას. ბესენტი არ მოელის ჩინურ საქონელზე 100%-იანი ტარიფის დაწესებაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის განხორციელებას, ჩინეთი კი განაახლებს აშშ-ისგან სოიოს მასშტაბურ შესყიდვას.

BBC წერს, რომ ორივე ქვეყანა ცდილობს სავაჭრო ომის ესკალაციის თავიდან აცილებას.

ბესენტი მალაიზიაში, „სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის კულუარებში შეხვდა ჩინეთის ვაჭრობის სფეროს მაღალჩინოსნებს. აზიის ტურნეს ფარგლებში ტრამპი აღნიშნულ სამიტსაც ესწრება. თავის მხრივ, პეკინი აცხადებს, რომ ვაჭრობის საკითხებზე „კონსტრუქციული“ მსჯელობა მიმდინარეობს. ბესენტმა ABC-ს ეთერში განაცხადა:

„პრეზიდენტმა მომცა მაქსიმალური ბერკეტი, როცა ის დაიმუქრა 100%-იანი ტარიფებით, თუკი ჩინელები დააწესებდნენ იშვიათი მინერალების ექსპორტზე გლობალურ კონტროლს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თავიდან ავიცილეთ, ტარიფები აცილებულია“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ვიცეპრემიერთან მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას. CBS-სთან საუბრისას კი მან აღნიშნა, რომ სწორედ ტრამპის 100%-იანი ტარიფებით მუქარამ გახადა შესაძლებელი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე შედეგების მიღწევა:

„მჯერა, გვაქვს ჩარჩო იმისთვის, რომ ორი ლიდერის შეხვედრა იყოს ძალიან პროდუქტიული ორივე მხარისთვის“.

ჩინეთი გადაამუშავებს მსოფლიოს იშვიათი მინერალების დაახლოებით 90%-ს, რომელიც გამოიყენება როგორც მზის პანელებში, ასევე სმარტფონებში. ჩინეთი დააყოვნებს გლობალური კონტროლის დაწესებას იშვიათი მინერალების ექსპორტზე "ერთი წლით, სანამ საკითხს ხელახლა შეისწავლიან".







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России