Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

თავისუფლების მოედანმა წარადგინა „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“

0

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ თსუ0ს პირველ კორპუსთან გამართულ ბრიფინგზე თანაგუნდელებთან ერთად „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა. მისი განმარტებით, ეს გეგმა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ "წინააღმდეგობა უფრო გაძლიერდეს."
ცუცქირიძის თქმით, დადგა დრო, როცა წინააღმდეგობა ავტორიტარულ რეჟიმთან ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, საბოლოო წარმატებასთან მიასაახლოებლად.
თავისუფლების მოედნის გეგმა ასეთია:
თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მთელი საქართველოსა და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლა, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მიიტანონ სიმართლე და ხელი შეუწყონ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას.იმის დასტურად, რომ რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება შესაძლებელია, წლის ბოლოს მასშტაბური სამოქალაქო ყრილობის მოწვევა, სადაც იმსჯელებენ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და მხარს დაუჭერენ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას.უახლოეს 30 დღეში წარდგენა „თავისუფლების პროგრამის საქართველოსთვის“, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე.უახლოეს 30 დღეში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებული დოქტრინის წარდგენა, სადაც ასახული იქნება როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით მშვიდობის პოლიტიკის ხედვა. ცუცქირიძის თქმით, უსაფრთხოების სტრატეგია წლების განმავლობაში არ განუახლებია „ქართულ ოცნებას“, იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს. უახლოესი დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად წარდგენა „თავისუფლების მოედნის“ გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც რომ აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი იმისათვის, რომ ჩაიბარონ ქვეყნის მართვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები.საჯარო კამპანია ხელმოწერების შესაგროვებლად "ლუსტრაციის კანონის" მხარდასაჭერად.საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ დიასპორების კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის დაარსება. „ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის, საგარეო პოლიტიკური საბჭოს დაარსება. საბჭოში მონაწილეობას შესთავაზებენ პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან, საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტს, ასევე, ყოფილ დიპლომატებს. საბჭოს მიზანია პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავება და წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე.საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებასა და კიდევ უფრო მაღლა წასაწევად, ევროკავშირში დაარსდება მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც უმაღლეს დონეზე რეგულარულად იქნება განხილული ის თუ, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად და დასტურად, ყოველ სამშაბათს უახლოესი 2 თვის განმავლობაში თსუ-სთან ხალხისთვის ანგარიშის წარდგენა და მათთან დიალოგი.

"თავისუფლების მოედანი", რომელიც პოლიტიკურ ძალად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიქმნა და გასული წლის არჩევნებში ლელოს გარშემო შექმნილი კოალიციით იღებდა არჩევნებში მონაწილოებას, ჯერაც მოძრაობის სახით ფუნქციონირებს, პარტიად რეგისტრაციისთვის მათ ბიუროკრატიულ ბარიერებს უქმნის სახელმწიფო.
იმის მიუხედავად, რომ მოძრაობა ჯერ პარტიად არ არის დარეგისტრირებული, მის წევრებს ანტკორუფციული ბიურო სასამართლოს ხელით სთხოვს ისეთი სახის დოკუმენტაციის წარდგენას, რისი წარდგენის ვალდებულებაც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России