Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგობა ჭეშმარიტად გმირულია

0

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევში დასრულდა მრავალსაათიანი სამაშველო საქმიანობა:

„დასრულდა სამაშველო სამუშაოები კიევში, საცხოვრებელ შენობაზე რუსეთის „შაჰედის“ დარტყმის ადგილას. მაშველები ღამის შემდეგ მუშაობდნენ და დიდი დრო დასჭირდა სახანძრო ძალისხმევას.

მხოლოდ დღეს, მარტო კიევში, სამი ადამიანია მოკლული რუსეთის თავდასხმის შედეგად, 31 დაშავდა, მათ შორის 7 ბავშვია".

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს "თითქმის 1200 მოიერიშე დრონი და სხვადასხვა ტიპის 50 რაკეტა - უმრავლესობა, ბალისტიკური. ასეთი საფრთხისგან დაცვა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი - მსოფლიოში არც ერთი სახელმწიფო უნდა დარჩეს მარტო ამის წინაშე".

ზელენსკი ჩამოთვლის ბოლოდროინდელ კომუნიკაციას ევროპელ ლიდერებთან:

"ვესაუბრე გერმანიის კანცლერს და გვაქვს კომუნიკაცია სხვა ევროპელ პარტნიორებთან „პატრიოტებთან“ დაკავშირებით. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიმართ: მიღებულია გადაწყვეტილება საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის დამატებითი „მირაჟის“ მოიერიშე თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებაზე. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს დახმარებას საჰაერო თავდაცვის კუთხით: რაკეტების მოწოდებითა და გადამტაცი დრონების წარმოებით. ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს ფინეთმა და ესპანეთმა PURL-ის ინიციტივის ფარგლებში წვლილის შეტანით - ეს არის ამერიკული იარაღის შეძენის მექანიზმი, მათ შორის „პატრიოტებისთვის“ საჭირო რაკეტების".

ზელენსკის ინფორმაციით, მზადდება ახალი პროექტები:

"იქნება მეტი იარაღის ერთობლივი წარმოება. იმისთვის, რომ მსოფლიო რუსეთს ძლიერის პოზიციიდან ელაპარაკოს, ჩვენ უკრაინაში უნდა ვიდგეთ ძლიერად. უმნიშვნელოვანესია იმის შედარება - რას და რამდენ ხანში გეგმავდნენ რუსები, იმასთან - რა მოახერხეს სინამდვილეში".

უკრაინის პრეზიდენტი ლაპარაკობს ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც. მათ შორის, პოკროვსკზე ამბობს:

"ქალაქში არიან მტრის სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები. ლოჯისტიკა კვლავაც რთულია. თუმცა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ოკუპანტის განადგურება; უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალური დანაკარგების მიყენება რუსებისთვის".

25 ოქტომბერს ღამით რუსეთმა დრონებით მიიტანა იერიში კიევზე.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევის დესნიანსკის რაიონში, “შაჰედის” ნამსხვრევები მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას, რის შედეგადაც გაჩენილმა ხანძარმა მოიცვა რამდენიმე სართული. დრონების იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა კიდვ ერთი ცხრასართულიანი შენობის ფასადი და ზედა სართულების გადახურვა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России