Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა" - PHR

0

აქტივისტისა და პედაგოგის, სასამართლოს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილის უფლებადამცველების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "მკვეთრად გაუარესდა".

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სასამართლოს ხვალინდელ, 29 ოქტომბრის სხდომაზე პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

"დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცინო სერვისს, თუმცა, ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური", - ნათქვამია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 აგვისტოს, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შემდეგ, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. სამედიცინო დოკუმენტში მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის უნდა გადაეყვანათ.

"ორი თვის განმავლობაში, ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმიური სამედიცინო მკურნალობა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა".

24 ოქტომბერს, სამედიცინო შემოწმების მიზნით, დათაშვილი კვლავ გადაიყვანეს „ვივამედში“, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, დიაგნოზის საფუძველზე საჭიროა ქირურგიული ოპერაცია.

PHR-ის თანახმად, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. პირველ რიგში, - კისრის მალებზე.

"სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან", - ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით - თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარის გამო.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ამ დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России