Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

LRT: ბალტიის რეგიონის კომპანიები ფარულად ამარაგებენ რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“

0

ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის კომპანიები რუსეთს ეხმარებიან საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებით ნავთობის ტრანსპორტირებაში. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით წერს ლიეტუვის საზოგადოებრივი მედიაკომპანია LRT.

გამოძიების თანახმად, ყოველდღიურად რუსულ ტანკერებს ბალტიის ზღვის გავლით გადააქვთ მილიარდობით დოლარის ნავთობი და მაშინ, როცა ბალტიის ქვეყნები უკრაინაში ომის გამო რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის განსაკუთრებულად აქტიურ მომხრეებს შორის არიან, ბალტიური კომპანიების ქსელი მოსკოვის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხმარება.

საუბარია ტანკერების მომარაგებაზე ე.წ. საბუნკერო, ანუ მათი გადაადგილებისთვის საჭირო საწვავით.

LRT-ის ინფორმაციით, ზღვაში ტანკერებისთვის საწვავის მიწოდების პროცესში ჩართული არიან ბალტიკური კომპანიების ჯგუფი Fast Bunkering და მასთან დაკავშირებული ფირმების მიერ კონტროლირებული ტანკერები.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ტანკერებმა Rina და Zircone, რომლებსაც საწვავით გასამართ მცურავ სადგურებად იყენებენ, 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით მოამარაგეს 177 ტანკერი და მათგან, სულ მცირე, 159 რუსულ პორტებში იმყოფებოდა ამ ოპერაციამდე ან მის შემდეგ.

ანალიზის თანახმად, ამ ტანკერებიდან მინიმუმ 20-ს აქვს იმის ყველა ნიშანი, რომ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაშია.

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების გადაადგილების შესახებ იუწყება ფინური მედიაკომპანია Yle-ც. მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ კვირაში დაფიქსირებულია ამ ფლოტის 31 ტანკერი, რომლებმაც ფინეთის ყურე გაიარეს.

ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული, სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავი 550-ზე მეტი გემის წინააღმდეგ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России