Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

"ქართული ოცნება" არ მოითხოვს "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას

0

"ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით არ მოითხოვს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და აკრძალვას, ამის შესახებ სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, იმის გამო, რომ საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტია, რომ პარტია არა მხოლოდ თავისი ქცევით უნდა არღვევდეს კონსტიტუციას, არამედ რეალურ საფრთხეს უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას, ამიტომ "ერთკაციან და არარელევანტურ პარტიებთან დაკავშირებით ჩვენ არ შეგვაქვს საჩივარი".

"რაც შეეხება გახარიას პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნები: პირველი ესაა არაკონსტიტუციურობის დასაბუთებულობა და მეორე არის პარტიის რელევანტურობა. "გახარია საქართველოსთვის" პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდეც საქმიანობა, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გახარიას 11-კაციანი გუნდი საპარლამენტო საქმიანობას დღეს, 28 ოქტომბერს, შეუდგა.

პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ მათი იქ ყოფნა ემსახურება „განსხვავებული აზრის დაბრუნებას პარლამენტში.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.

ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო არაერთი კანონი, რომელმაც გააუარესა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. მათ შორის, მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვასთან ერთად მოეთხოვათ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვაც.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России