Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

აშშ და იაპონია ურთიერთობების ახალ „ოქროს ხანას“ იწყებენ

0

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი ტოკიოში მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ხელი მოაწერეს დოკუმენტს იშვიათ მიწათა მინერალების შესახებ და ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში ახალი „ოქროს ხანის“ დაწყება გამოაცხადეს.

დღეს, 28 ოქტომბერს გამართული შეხვედრისას ტრამპმა და ტაკაიჩიმ ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტებიც არ დაიშურეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია და განაცხადა, რომ ეს დიდი მიღწევაა და ტაკაიჩი ერთ-ერთი უდიდესი პრემიერი გახდება. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ტრამპის მშვიდობისმყოფელობას. თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ინფორმაციით, სანაე ტაკაიჩიმ დონალდ ტრამპთან დღევანდელი შეხვედრისას თქვა, რომ მას ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენენ.

კონსერვატორი სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა 2025 წლის 21 ოქტომბერს.

იაპონიის და შეერთებული შტატების შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათ მიწათა ელემენტების მიწოდების შესახებ მიზნად ისახავს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას. ამ სფეროში ჩინეთი პრაქტიკულად, მონოპოლისტია.

ტოკიოში ხელმოწერილი დოკუმენტით, უახლოეს ექვს თვეში მხარეები ერთობლივად განსაზღვრავენ პრიორიტეტულ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მაგნიტების, აკუმულატორების, კატალიზატორების და ოპტიკური მასალების წარმოება და შექმნიან ძირითადი მინერალების სტრატეგიულ მარაგებს. ეს ელემენტები თანამედროვე ტექნიკის და იარაღის წარმოებას სჭირდება.

ტოკიოში დღევანდელი მოლაპარაკებისა და სადილის შემდეგ ტრამპი და ტაკაიჩი იმყოფებოდნენ იაპონიის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, სადაც დისლოცირებულია ავიამზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონიის პრემიერის თანახმად, ავტომწარმოებელი Toyota აპირებს ამერიკაში ახალი ქარხნების აშენებას და ამ მიზნით ათ მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას. ტრამპმა ამერიკელ სამხედროებს ურჩია, Toyota-ს ავტომობილები შეიძინონ.

ამ წლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, იაპონური პროდუქციის იმპორტი 15%-ით დაიბეგრება და არა 25%-ით, როგორც ტრამპი თავიდან გეგმავდა. სანაცვლოდ იაპონიამ აიღო ამერიკის ეკონომიკაში 550 მილიარდი დოლარის ინვესტირების და ამერიკული პროდუქციის იმპორტის გაზრდის ვალდებულება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აზიაში ტურნე 26 ოქტომბრიდან დაიწყო და თავდაპირველად მალაიზიაში იმყოფებოდა.

იაპონიის შემდეგ დონალდ ტრამპი ეწვევა სამხრეთ კორეას, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთანაც.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России