Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

0
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ეპარქიული კომისიის მიმართვის საფუძველზე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი "დოროთე ყურაშვილი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად".


დღეს, 29 ოქტომბერს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა, "კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო", არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გათავისუფლებულიყო ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესებულიყო მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დღეს, 29 ოქტომბერს, საპატრიარქოსთან მივიდა და კომისიის სხდომაში მონაწილეობას საჯაროობის უზრუნველყოფის პირობითა და მედიის თანდასწრებით აპირებდა, რაზე უარის მიღების შემდეგაც საპატრიარქოში შესვლაზე უარი თქვა.
საპატრიარქოს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ
"არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, სადაც მღვდელმთავრებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე, მას გამოეცხადა მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ მას უარი განუცხადა და განმარტა, რომ ასეთი ფორმატით კომისიის სხდომის გამართვა არის უპრეცედენტო და მიუღებელი. აღნიშნული პირობის არდაკმაყოფილების საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კვლავ არ დაესწრო სხდომას, რაც კომისიის წევრებმა არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს".
საპატრიარქოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) "ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს" აკეთებს და ამის საილუსტრაციოდ მოჰყავთ მისი ციტატები.
„ეკლესიას ძაან უნდა გახარებოდა... და ძალიან უნდა მოწონებოდა სახელმწიფოს, რომ მე ხალხი თუნდაც პოლიციელები და თუნდაც მისი ხალხი რაღაცა მსხვერპლს გადავარჩინე და ძალიან გაბრაზდა ორივე და თურმე რატომ, მსხვერპლი უნდოდათ“. „მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“. „როცა მღვდელს სხვა უფროსი ეყოლება, მერე ის აკეთებს იმის დავალებებს, რასაც ის უფროსი დაავალებს და არა ქრისტეს დავალებებს. აი, ამ დღეში ვართ, დღეს ჩვენ ეკლესიურად უფროსი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, არცერთი სახელმწიფოებრივი სტატუსით არაფერი არაა თანამდებობა, მაგრამ სახელმწიფო მთავრობა გაიხადეს უფროსად და აქ უკვე გაქრა ის, რომ ქრისტეა ჩვენი უფროსი...“ „მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მათი დავალება...“
ეპარქიულმა კომისიამ დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები - "ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები".
საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, ეპარქიულ კომისიას ესწრებოდნენ:
კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);კომისიის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი);საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე;დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი."ჩემი „დანაშაული“ არის ის, რომ მე ვამბობ, რომ რუსეთი ჩვენი სისხლით ვერ გაძღა; ვამბობ, რომ ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს ეკლესია; ვამბობ, რომ მცირე ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოშია შესახლებული, რუსულ გეგმას ემსახურება და უნდათ, რომ ის ტაძარი, სადაც გმირები და პატრიოტები ეზიარებიან ჩემთან ქვემო ბეთლემში, ისიც წაართვან ამ ხალხს. მე ვერაფერს წამართმევენ, მაგრამ ამ ხალხს წაართმევენ. ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. თუ ამათმა დამსაჯეს, მეტი დრო მექნება გადავერთო ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც აუცილებელია, რომ ჩვენი ერი გათავისუფლდეს ამ დიდი ქოციანობისა და რუსეთის მონობისაგან“, - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
დოროთე ყურაშვილი ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტებისა და პროევროპული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერია და ხშირად აკრიტიკებს მმართველი გუნდის მოქმედებებს, ქადაგებებშიც და საჯარო გამოსვლებშიც. არქიმანდრიტს 16 საეპარქიო კომისიის სხდომაზე, რომელზეც არ გამოცხადდა, „მკაცრი გაფრთხილება“ გამოუცხადეს.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России