Добавить новость
103news.com
World News
Октябрь
2025

მე-10 სკოლის მოსწავლეებს ალტერნატიული ფართი გამოუყვეს, სწავლა ორშაბათიდან განახლდება

0

მე-10 სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დადიანის ქუჩაზე გზა ორჯერ 28 და 28 ოქტომბერს გადაკეტეს, ალტერნატიული ფართი გამოუყვეს. სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო სივრცე აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტის შენობა იქნება, რომელიც თბილისში, შატილის ქუჩაზე მდებარეობს.

მშობლებს მიაჩნიათ, რომ პროტესტმა შედეგი გამოიღო და რომ არა მათი აქტიურობა, ბავშვების ინტერესები გათვალისწინებული არ იქნებოდა და 190-ე სკოლაში მეორე სმენაში მოუწევდათ სიარული.

მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები 22-ე საჯარო სკოლის კონკრეტულ ფლიგელში სწავლობდნენ, რომლის შენობასაც მდგრადობის პრობლემა შეექმნა. საბოლოო დასკვნა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შესწავლას დაასრულებს.

„განხილულ იქნა 10-მდე ვარიანტი და შეირჩა საუკეთესო შენობა, რომელიც აკმაყოფილებს სწავლა-სწავლების პროცესის სტანდარტებს და ადგილმდებარეობის კუთხით მისაღებია მშობლებისთვის“, - აცხადებენ სამინისტროში.

მეათე სკოლის შენობა, რომელიც თბილისში დადიანის ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, ახლის აშენების დაპირებით. 1400-მდე მოსწავლე და მასწავლებელი დიდუბის რაიონშო მდებარე 22-ე სკოლაში შეასახლეს. რამდენიმე დღის წინ ამ სკოლის ორივე ფლიგელი დაატოვებინეს მოსწავლეებს, მეოთხე სართულზე გაჩენილი ბზარის გამო. დირექციისა და განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული ალტერნატივა მათთვის მისაღები არ იყო.

მშობლებმა და მასწავლებლებმა დადიანის ქუჩა პროტესტის ნიშნად ორჯერ გადაკეტეს და განათლების სამინისტროს მოთხოვნები წაუყენეს:

არ შეიცვალოს სწავლის ცვლები;არ ჩატარდეს გაკვეთილები ონლაინ - აჩქარდეს ფართის მოძიება და არა [კოვიდის დროს შექმნილი] „თიმსის იუზერების და პაროლების აღდგენა!“;არ გაიყოს სკოლა ორ ნაწილად - ოჯახებს რამდენიმე ბავშვი დაჰყავს ერთ სკოლაში და გაუჭირდებათ მათი ორ ადგილზე მიყვანა;განათლების სამინისტროს სთხოვენ სასწრაფოდ მოძებნოს შენობა ბავშვებისთვის;ბოლო-ბოლო დასრულდეს მეათე სკოლის მშენებლობა - წლებია ვადების დარღვევის გამო ბავშვებს „არასათანადო პირობებში“ უწევთ სწავლა.განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მე-10 სკოლის მშენებლობა 2027 წლის თებერვალ-მარტში დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით 2026 წლის მაისში შენობა მზად უნდა ყოფილიყო.

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განათლების სამინისტრომ 2022 წელს დაიწყო და 2022-2026 წლებში, ჯამში, 80 სკოლის მშენებლობა და 720-ის რემონტი დაიგეგმა.

უახლესი სტატისტიკით, რომელიც რადიო თავისუფლებას ინფრასტრუქტურის სამინისტროში მისცეს 77 სკოლიდან 53 თავიდან შენდება, 14 შესაკეთებელია, 10 კი პროექტირების ეტაპზეა. მათ შორისაა ნაძალადევის მე-10 სკოლაც.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России