Добавить новость
103news.com
World News
Декабрь
2025

ირანში დააკავეს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი

0

არსებული ინფორმაციით, მოჰამადი უსაფრთხოების და პოლიციის ძალებმა "ძალადობრივად დააკავეს" ხოსრო ალიკორდის ხსოვნის ცერემონიაზე. ალიკორდი იყო იურისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფისში იპოვეს გარდაცვლილი.მოჰამადის მეუღლის ცნობით, მის გარდა, ამ ცერემონიალზე სხვებიც დააკავეს.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა 12 დეკემბერს დაგმო მოჰამადის და სხვა აქტივისტების "სასტიკი დაკავება" და მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა.

2024 წლის დეკემბერში ნარგეს მოჰამადი ირანის ხელისუფლებამ დროებით გაათავისუფლა ციხიდან პოსტსაოპერაციო პერიოდში. მანამდე, მას ფეხის ქვედა ნაწილში ძვლის ნაწილი ამოუღეს, სადაც ექიმებმა სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩინეს.

ნარგეს მოჰამადი არის პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი და სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე. ირანის ხელისუფლებამ ის 13-ჯერ დააპატიმრა, ხუთჯერ გაასამართლა და საერთო ჯამში 154 როზგი და 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოჰამადი რამდენჯერმე გაათავისუფლეს გირაოთი, ამის შემდეგ ის უფლებადამცველ საქმიანობას ეწეოდა.

ამჟამად ის სასჯელს იხდის თეირანის ციხეში, სადაც ხშირად ათავსებენ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. ადრე მან შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე. გაერო და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოჰამადის პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოდიან.

2023 წელს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი სახელით პრემია მიიღეს და ციხეში მის მიერ დაწერილი ნობელის ლექცია წაიკითხეს მისმა შვილებმა. ოფიციალურმა თეირანმა ნობელის კომიტეტს ბრალი დასდო ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევასა და ადამიანის უფლებების თემის „პოლიტიზაციაში“.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России