Добавить новость
103news.com
World News
Декабрь
2025

სომხეთის ხელისუფლება ითხოვს მოკლული ჩეჩენი ქალის, ბაიმურადოვას ცხედრის რუსეთისთვის გადაცემას

0

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა მოკლული ჩეჩენი ქალის, აიშატ ბაიმურადოვას ცხედრის ექსპერტიზა, რის შემდეგაც რუსეთს გაეგზავნა ცხედრის გადაცემის თხოვნა, რომლისთვისაც პასუხი ჯერჯერობით არ გაუციათ. ბაიმურადოვა ოჯახიდან ძალადობის გამო იყო გაქცეული.

გამოცემა "კავკაზსკი უზელი" ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ერევნის ოფისის იურისტის, ანი ჩატინიანის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ უფლებადამცველებს ჯერაც არ მიუღიათ ექსპერტიზის დასკვნა - რომელიც ბოლომდე დასრულებული არ არის, და არც გამოძიების დოკუმენტები. თუ ქალის ნათესავები მისი სამშობლოში დაკრძალვის სურვილს არ გმოთქვამენ, ბაიმურადოვას სომხეთში დაასაფლავებენ.

აიშატ ბაიმურადოვა 15 ოქტომბერს გაუჩინარდა - ამ დღეს ის წავიდა ინსტაგრამით გაცნობილ ქალთან, კარინა იმინოვასთან შესახვედრად. უფლებადამცველების ინფორმაციით, იმინოვა ცრუობდა თავისი წარმომავლობის შესახებ, ჩადიოდა ჩეჩნეთში, ხვდებოდა იქიდან სხვა გამგზავრებულებს და მას, შესაძლოა, კავშირი ჰქონდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვასთან. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამჟამად ნათესავები იმინოვას ვერ პოულობენ, და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ იმინოვა, შესაძლოა, მოკლეს, როგორც ზედმეტი მოწმე. ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

სომხეთის პოლიციამ სადამკვირვებლო კამერებით აღმოაჩინა ორი ადამიანი, რომლებიც ტოვებდნენ ერევანში მდებარე ბინას, სადაც აიშატ ბაიმურადოვას ცხედარი იპოვეს. ესენია კარინა იმინოვა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის გასამართლებული, წარმოშობით ჩეჩენი პირი, საიდ-ხამზატ ბაისაროვი - რომელსაც 2019 წელს ყველა ბრალდება მოუხსნეს.

ბაიმურადოვას ნაცნობების თქმით, ქალის მამა უწინ ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდა. კერძო საუბრებში ბაიმურადოვა ამბობდა, რომ მისი ბებია იყო რუსეთის შემადგენლობაში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის ბიძაშვილი. ახმატ კადიროვი იყო ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერის, რამზან კადიროვის მამა.

ბაიმურადოვამ მოხალისეებს დახმარების თხოვნით მიმართა 2024 წლის დასაწყისში. ქალი ჩიოდა ოჯახში ძალადობის შესახებ. მას დახმარებას უწევდა ჩრდილოკავკასიელთა დამხმარე სულ მცირე ორი ჯგუფი - "СК SOS"-ი და "მარემი". მიმდინარე წლის დასაწყისში ქალი სომხეთში გადაიყვანეს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России