Добавить новость
103news.com
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

გუტერეში ირანის მთავრობას "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

0
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში "შეძრულია" ირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით.
როგორც გაეროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ირანელს უნდა შეეძლოს მშვიდობიანად და შიშის გარეშე გამოხატოს უკმაყოფილება. გუტერეში ირანის ხელისუფლებას გადაჭრით მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალის "გაუმართლებელი" და "შეუსაბამო" გამოყენება.
გუტერეში ირანის ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, "გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციასთან წვდომას უზრუნველყოფს, მათ შორის კომუნიკაციების აღდგენას“, – ნათქვამია განცხადებაში.


უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ირანის ათობით ქალაქიდან იუწყებიან დემონსტრანტების დაპატიმრებებისა და მათზე ძალადობის შესახებ.
აქციებს ბიძგი მისცა ფასების ზრდამ, მაღალმა ინფლაციამ და ფულის ეროვნული ერთეულის ვარდნამ - დემონსტრაციები მალევე გადაიქცა ბოლო წლების ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის.
11 იანვარს ნორვეგიაში განთავსებულმა ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან დადასტურებულია, სულ მცირე, 192 ადამიანის სიკვდილი, რომელთაგან ცხრა არასრულწლოვანი იყო.
ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, სულ მცირე, რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილზე მიანიშნებს; ზოგიერთი წყაროს შეფასებით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა 2000-ს აჭარბებდეს.
ძალადობის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა მას მერე, რაც ირანის ხელისუფლებამ თავის მომხრეებს მოუწოდა, 12 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღონ მონაწილეობა აქციებში, რათა დაგმონ, ხელისუფლების ტერმინოლოგიით, "ტერორისტული ქმედებები აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან".






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России