Добавить новость
103news.com
World News
Январь
2026

მოსკოვის სასამართლომ "ლგბტ-პროპაგანდად" მიიჩნია როკ-ჯგუფ Queen-ის ფოტო

0

მოსკოვის სასამართლომ უარყო საჩივარი ქალაქის მცხოვრების, დავიდ გევოდიანისგან - რომელიც მანამდე დააჯარიმეს "ლგბტ პროპაგანდის" მუხლით, სოციალურ ქსელ ВКонтакте-ზე ქალის სამოსში ჩაცმული კაცების ფოტოს გამოქვეყნების გამო.

მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით - რომელიც გამოცემა "ვიორსტკამ" გაასაჯაროვა - ირკვევა, რომ საქმე ეხება ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფის, Queen-ის წევრების ფოტოს, რომელიც ასახავს ამ ჯგუფის ჰიტის, I Want to Break Free-ის ვიდეოკლიპის გადაღების მომენტს.

გასული წლის 26 მარტს მოსკოვის ნაგატინსკის რაიონულმა სასამართლომ 21 წლის დავიდ გევოდიანი დააჯარიმა ოთხი პროტოკოლით, რომლებიც მიემართებოდა ექსტრემიზმს და ლგბტ თემატიკას - ამის შესახებ "მედიაზონა" იუწყებოდა. თუმცა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ ჩანდა "ქალების სამოსის და აქსესუარების (თმაში საბავშვო სარჭები) მატარებელი კაცების" რომელი ფოტო ჩაითვალა "ლგბტ პროპაგანდად".

გევოდიანმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, კანონის დარღვევის საფუძვლის არარსებობის არგუმენტით. თავის საჩივარში მან აღნიშნა, რომ ქალის სამოსში ჩაცმული კაცების ფოტო არ წარმოადგენს "ლგბტ პროპაგანდას", არამედ არის ფოტო ჯგუფ Queen-ის ვიდეოკლიპის გადაღების ადგილიდან და მასზე ამ ჯგუფის წევრი მუსიკოსები არიან გამოსახული. სასამართლომ ეს არგუმენტი უარყო.

"საიტზე ჯგუფ Queen-ის წევრების ფოტოს გამოქვეყნება, რომელზეც ისინი ქალის სამოსში არიან გადაცმული, არ ატარებს რაიმე მუსიკალურ მნიშვნელობას, გავრცელებული ინფორმაციის ზოგადი მნიშვნელობის გათვალისწინებით" - ამბობს მოსკოვის საქალაქო სასამართლო.

გევონდიანის ქმედებები სასამართლომ პროპაგანდად მიიჩნია არგუმენტით, რომ "ისინი დადებითად აფასებს არატრადიციული სექსუალური კავშირების საფუძვლებს და მათ ბუნებრივად ახასიათებს", რაც არღვევს წარმოდგენებს ქალისა და კაცის ურთიერთობებზე და "ანგრევს ოჯახურ ღირებულებებს".

სიმღერა I Want to Break Free ჯგუფის ბასისტმა, ჯონ დიკონმა დაწერა და ის შეტანილია ალბომში The Works (1984). სიმღერის ვიდეოკლიპი არის პაროდია საპნის ოპერაზე Coronation Street, რომელიც წლების განმავლობაში გადიოდა ტელეარხ ITV-ზე. ვიდეოკლიპი ასევე მიემართება ბრიტანელი მხატვრის, რიჩარდ ჰამილტონის კოლაჟს სათაურით "მაინც რა ხდის დღევანდელ სახლებს ასე განსხვავებულს, ასე მიმზიდველს?" (1956) - ამ კოლაჟს პოპ-არტის ერთ-ერთ ადრეულ ნიმუშად მიიჩნევენ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России