Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2026
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ნაწილობრივი "შატდაუნის" დასრულებას

0

3 თებერვალს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა (217 - მომხრე, 214 - წინააღმდეგი) მთავრობის ნაწილობრივი "შატდაუნის" დასრულებას.

კენჭისყრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა: "შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის 96% დაფინანსებულია, მაგრამ დარჩენილი 4% ძალიან მნიშვნელოვანია - გაიხსენეთ, რას მოიცავს საშინაო უსაფრთხოება. ეს არ არის მხოლოდ იმიგრაცია, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი. ის მოიცავს TSA-საც, რომელიც აეროპორტებში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეეხება, ეს ეხება სანაპირო დაცვას, საიდუმლო სამსახურს, საგანგებო ვითარებათა ფედერალურ სამსახურს... ასე რომ, თამაშის დრო არ არის“.

დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიან საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) დაფინანსებაზე, რომელზე შეთანხმების მისაღწევადაც ვადა 13 თებერვლამდე აქვთ. DHS-ი მოექცა ძლიერი კრიტიკისა და ინტერესის ქვეშ მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მინეაპოლისში იმიგრაციის ფედერალურმა აგენტებმა აშშ-ის ორი მოქალაქე მოკლეს. შეთანხმება "შატდაუნის" დასრულებაზე შედგა იმ პირობით, რომ საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის რეფორმასა და დაფინანსებაზე კონგრესში კიდევ ათ დღეს იმსჯელებენ.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ კანონმდებელთა მხარდაჭერის შემთხვევაში „დაუყოვნებლივ“ მოაწერდა ხელს "შატდაუნის" დასრულებას.

გასულ პარასკევს სენატში მხარდაჭერის (71-29) შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს მოუწოდა მთავარი ფინანსური კანონის არსებული ფორმით მხარდაჭერისკენ, რითაც უარი თქვა ზოგიერთი თანაპარტიელის მოთხოვნით ცვლილებების შეტანაზე. მოელიან, რომ საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსებაზე ორპარტიული შეთანხმების მიღწევა რთული იქნება.

აპროპრიაციების კომიტეტის წევრმა რობერტ ადერჰოლტმა განაცხადა, რომ „ძალიან ძნელი“ იქნება DHS-ის დაფინანსებაზე დათქმულ ვადაში შეთანხმება - „უზარმაზარი განსხვავებებია“, - განაცხადა მან, - „მოველი და ასეთი საუბრებიც მესმის, რომ საკითხს დავძრავთ, ცოტათი წინ წავწევთ იქამდე, ვიდრე უთანხმოებები არ მოგვარდება. ...მინიმუმ, ალბათ 1 მარტამდე გაგრძელდება“.

აშშ-ის ხელისუფლების მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება - "შატდაუნი" - დაიწყო 31 იანვარს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სენატმა მთავრობის საკვანძო უწყებების მიმდინარე საფინანსო წლის განმავლობაში დაფინანსების კანონპროექტთა პაკეტი მიიღო. ასეთ უწყებებს შორისაა პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები.

ერთი წლის განმავლობაში ეს აშშ-ის ხელისუფლების მუშაობის უკვე მეორე შეჩერებაა. წინა "შატდაუნი", რომელიც გაგრძელდა 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე, იყო ყველაზე ხანგრძლივი ქვეყნის ისტორიაში.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России