Добавить новость
103news.com
World News
Март
2026
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ირანის საომარი სტრატეგია: კონფლიქტის ფასის აწევა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად

0

აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის წარმოების ფონზე, თეირანი კონფლიქტის თეატრს აფართოებს და ამით, ექსპერტების აზრით, ზრდის ომის ფასს ვაშინგტონისთვის, იმ გათვლით, რომ საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს.

28 თებერვლის შემდეგ, ირანმა ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა რეგიონში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში: საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კუვეიტში, ბაჰრეინსა და კატარში აშშ-ის სამხედრო ბაზების, აგრეთვე ენერგო და კომერციული ობიექტებისკენ.

„მიზანი არის აშშ-სთვის როგორც პირდაპირ, ისე ირიბად ფასის გაზრდა ვაშინგტონის დასარწმუნებლად იმაში, რომ ის ამ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს“, - უთხრა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას (რთე/რთ) გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საქმეთა ინსტიტუტის მკვლევარმა ჰამიდრეზა აზიზიმ - "თეირანს სურს იმის ჩვენება, რომ აშშ-ს ამ ომის მოგება არ შეუძლია და შესაბამისად, სურს მისი რაც შეიძლება მალე დასრულება".

სიგნალის გაგზავნიდან გადარჩენამდეკონფლიქტის ადრინდელი აფეთქებების დროს, ირანი სამიზნეში იღებდა აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და მის კომერციულ ინტერესებს რეგიონში - ასე იყო 2025 წლის ივნისში ისრაელსა და აშშ-სთან 12-დღიანი ომის დროსაც, მაგრამ მაშინდელი ქმედებები დიდწილად სიმბოლური იყო.

ექსპერტების თქმით, ირანის ახლანდელი სამხედრო პოზიცია - ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად უმაღლესი სასულიერო ლიდერის აიათოლა ალი ხამენეისა და კიდევ რამდენიმე უსაფრთხოების მაღალჩინოსნის დახოცვის შემდეგ - ფუნდამენტურად განსხვავებულია.

„როგორც ჩანს, ირანი გათვლას აკეთებს აშშ-ის ადმინისტრაციისა და მსოფლიოში მისი მოკავშირეების სენსიტიურობაზე ენერგორესურსებზე ფასების ზრდასთან მიმართებით“, - ამბობს აზიზი - „ეს მხოლოდ რეგიონზე ზეწოლა არ არის, არამედ ეს ზრდის ზეწოლას ისედაც მყიფე მსოფლიო ბაზარზე, რომელიც ჯერაც ვერ გამკლავებია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს“.

მსოფლიო ნავთობის ნაკადების დაახლოებით ერთი მეხუთედი ჰორმუზის სრუტეზე გადის, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს. ირანი ამ მარშრუტის - ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას განიხილავდა, რაც შეაჩერებდა ნავთობის ნაკადებს.

1-ლ მარტს „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ აღიარა, რომ ირანის არაბი მეზობლები ირანით „კმაყოფილები არ არიან“, მაგრამ მოუწოდა მათ იმის „გააზრებისკენ“, რომ ომი დაიწყო შეერთებულმა შტატებმა.

„ამ ომის შესაჩერებლად მათ [სპარსეთის ყურის ქვეყნებმა] არ უნდა განახორციელონ ჩვენზე ზეწოლა. მათ ზეწოლა უნდა განახორციელონ მეორე მხარეზე“, - განაცხადა არაყჩიმ.

გაჯერება და „მოხეტიალე“ საფრთხეებიადგილზე სამხედრო რეალობა დამღლელ გამოფიტვას ჰგავს.

ფარზინ ნადიმი, ვაშინგტონის ინსტიტუტის თავდაცვის სპეციალისტი, შენიშნავს, რომ ირანმა წარსულის მარცხებიდან დასკვნები გამოიტანა და განათავსა მისი ყველაზე თანამედროვე შეიარაღება - როგორებიცაა “ფატაჰ-1-ისა“ და „ხეიბარ შეკანის“ ბალისტიკური რაკეტები, რომ გადატვირთოს რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების მიერ განთავსებული დასავლური წარმოების მაღალტექნოლოგიური ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები.

„მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები და თავშესაფრებში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა მუდმივ დაძაბულობაში ამყოფონ“, - უთხრა ნადიმიმ რთე/რთ-ს ირანულ სამსახურს - „რადიო ფარდას“. მისი დაკვირვებით, ირანი ინარჩუნებს საათში 25 ბალისტიკური რაკეტის გასროლის მყარ რიტმს - იმგვარ ინტენსიურობას, რომელიც გათვლილია გადამტაცების მარაგების გამოლევაზე.

სულ რამდენიმე დღის განმავლობაში, ირანის დრონები და რაკეტები სხვა სამიზნეების გარდა მოხვდა: კატარში მდებარე მსხვილ გაზის ქარხანას, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას საუდის არაბეთში, აშშ-ის ბაზას კუვეიტში და მთავარ აეროპორტს არაბთა გაერთიანებული საამიროებში.

თავის მხრივ, აშშ-მა და ისრაელმა ამ დარტყმებს უპასუხეს მედეგობის ახალი დონით.

„აშშ-ის საჰაერო ძალების ტანკერები ისრაელის ავიაგამანადგურებლებს უზრუნველყოფს აუცილებელი მხარდაჭერით, რომ მათ შეძლონ სამიზნე არეალების [ირანში] თავზე მეტ ხანს დაჰყონ - ასე ვთქვათ, „იხეტიალონ““, - ამბობს ნადიმი - „თუკი ისინი შეძლებენ ამ თვითმფრინავების მეტხანს დაყოვნებას ჰაერში, მათ შეეძლებათ მუდმივად დაარღვიონ ირანის რაკეტების გამშვები დანადგარების მუშაობის ციკლი“.

„სასწორზე გადარჩენის საკითხია“ვაშინტონისთვის გამოწვევა ის არის - საკმარისად ძლიერია თუ არა მისი საჰაერო კამპანია იმისთვის, რომ თეირანი მანამდე გატეხოს, სანამ ეკონომიკური ვარდნა გატეხავს მისი მოკავშირეების სიმტკიცეს.

აშშ-ის მიერ მიწოდებული Patriot-ისა და Aegis-ის თავდაცვითი სისტემების გადატვირთვის ფონზე, სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთ დროს ირანის შეკავების ხმამაღალ მხარდამჭერ დედაქალაქებში სულ უფრო მზარდია სიფრთხილის განცდა.

ნადიმის თქმით, „ამ თვალთაგან [რადარებიდან] ერთ-ერთის დაბრმავებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს რეგიონში არსებულ ანტისარაკეტო თავდაცვის მთელ სისტემაზე“.

საბოლოოდ, კონფლიქტი გასცდა ტრადიციულ - ხარჯისა და სარგებლის კატეგორიებით ანალიზს.

„როცა რეჟიმების აღქმით, სასწორზე დევს მათი გადარჩენა, მათ შეიძლება მიმართონ უკიდურეს ზომებს და სრულად არ მისდიონ რაციონალურ გათვლებს“, - ამბობს აზიზი - „ეგზისტენციურ სიტუაციებში, ყველა სხვა მოსაზრება უკანა პლანზე გადადის. გადაწყვეტილების მიღება მომართულია გადარჩენაზე და ეს არის ჩარჩო, რომელშიც ეს გამოფიტვის ომი უნდა გავიაზროთ“.

სტატიაში გამოყენებულია "რადიო ფარდას" ჟურნალისტ ჰანა კავიანის მიერ მოპოვებული მასალა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России