Добавить новость
103news.com
World News
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ბეირუთის სასტუმროზე იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელი ამბობს, რომ სამიზნე ირანელი მეთაურები იყვნენ

0

ისრაელის საჰაერო დარტყმას ბეირუთის ცენტრში მდებარე სასტუმრო Ramada Beirut Downtown-ის შენობაზე სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ისრაელის განცხადებით, სამიზნე ირანელი მეთაურები იყვნენ, რომლებიც ლიბანის დედაქალაქში მოქმედებენ.

ეს იყო ისრაელის პირველი დარტყმა ბეირუთის უშუალო ცენტრში მას შემდეგ, რაც გასულ კვირას განახლდა საბრძოლო მოქმედებები ისრაელსა და აშშ-ის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰეზბოლას შორის.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბეირუთის რაიონ რაუშეზე განხორციელებული დარტყმის შედეგად კიდევ ათი ადამიანი დაშავდა.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ოპერაციის სამიზნე იყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ მნიშვნელოვანი მეთაურები, თუმცა მათი სახელები არ დასახელებულა.

ისრაელის სამხედროების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ლიბანური კორპუსის „ყუდსის ძალების“ მეთაურები მოქმედებდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეწყოთ ტერორისტული თავდასხმებისთვის ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, პარალელურად კი მუშაობდნენ ირანში მდებარე ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის“.

7 მარტს ისრაელმა ლიბანი გააფრთხილა "დამანგრეველ" შედეგებზე იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ვერ შეძლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, ჰეზბოლას შეკავებას.

ლიბანი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ჩათრეული აღმოჩნდა ორშაბათს, როცა აშშ-ის და ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა - ისრაელმა კი ამას უპასუხა განახლებული სამხედრო კამპანიით, რასაც 300-მდე ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ასი ათასობით ლიბანელს სახლკარის დატოვება მოუწია.

28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России