Добавить новость
103news.com
World News
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

უკრაინამ მიიღო ევროკავშირის შეთავაზება მილსადენ „დრუჟბას“ აღდგენასთან დაკავშირებით; სამუშაოებს დრო დასჭირდება

0

Reuters-ის ცნობით, უკრაინამ მიიღო ევროკავშირის შეთავაზება ტექნიკური დახმარებისა და დაფინანსების შესახებ, რათა აღდგეს ნავთობის ნაკადის მიწოდება დაზიანებული მილსადენი „დრუჟბას“ მეშვეობით, თუმცა ასევე მიანიშნა, რომ რუსული ნავთობის უნგრეთსა და სლოვაკეთში მიწოდების აღდგენას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

17 მარტს გამოქვეყნებულ - ევროკავშირისადმი გაგზავნილ წერილში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მილსადენის სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და საქაჩი სადგურის აღდგენა მოსალოდნელია ერთ თვეში ან თვენახევარში იმ შემთხვევაში, თუ „რუსეთის მხრიდან არ იქნება შემდგომი თავდასხმები“.

უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ გავლით იანვრის ბოლოდან შეუწყდათ, მას შემდეგ, რაც კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმამ დასავლეთ უკრაინაში მილსადენის აღჭურვილობა დააზიანა და მის შეკეთებას დრო დასჭირდება.
უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები - ორივემ შეინარჩუნა პოლიტიკური და ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან 2022 წელს უკრაინაში მისი შეჭრის მიუხედავად - უკრაინას ნავთობის ნაკადის აღდგენის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. კიევი ამას უარყოფს.

17 მარტს, უკრაინის მხრიდან „დრუჟბას“ განახლების შესახებ მხარდაჭერის შეთავაზების მიღებამ თავშეკავებული რეაქცია გამოიწვია და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამას „პოლიტიკურ თამაში“ უწოდა.

ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო დავის შედეგი ის არის, რომ უნგრეთი კვლავ ბლოკავს ევროკავშირისგან უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს და ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სანამ „დრუჟბას“ გავლით ნავთობის გადინება შეჩერებული დარჩება.

ამ კვირაში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ხელისუფლებაში 16 წლიანი ყოფნის შემდეგ, მომავალ თვეში ყველაზე რთული საარჩევნო გამოწვევის წინაშე დგას, Facebook-ზე დაწერა, რომ "თუ არ იქნება ნავთობი, არც ფული იქნება"
უკრაინა უარყოფს, რომ ნავთობის ნაკადს აფერხებს.

„ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა განზრახ აფერხებს ნავთობის ტრანსპორტირებას მილსადენ „დრუჟბას“ გავლით, უსაფუძვლოა“, - განაცხადა ზელენსკიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში.
ზელენსკისადმი გაგზავნილ წერილში ევროკავშირის ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის გავლით ნავთობის ნაკადის აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ეს უკრაინის სახელშეკრულებო ვალდებულებებს შეესაბამება.

მათ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება რუსეთიდან დარჩენილი ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ 2027 წლის ბოლომდე, რაც ადრე იყო გამოცხადებული და რასაც უნგრეთი და სლოვაკეთი ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ვერ ბლოკავენ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России