ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადება ქართული ცეკვის აკრძალვასთან დაკავშირებით
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეომასალას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიციამ ბულვარში მყოფ პირებს ქართული ცეკვა აუკრძალა. “გუშინ, გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ავტორი მიზანმიმართულად აჟღერებს ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შესაბამება: თითქოს, ბათუმის ბულვარში „ქართულ ცეკვას“ კრძალავენ. ბულვარის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმულირება არის არამარტო არასწორი შეფასება, შეიძლება ითქვას პროვოკაციული და არასახელმწიფოებრივიც. […]