10 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ და 40 მილიონამდე მოგება მივიღეთ – ტარიელ ხეჩიკავშილი
დღეს, 15 მაისს საქართველოში მიმდინარე 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდება. გამარჯვებულს ინგლისისა და პორტუგალიის ფინალური დაპირისპირება გაარკვევს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „სპორტის დაფაში“ სტუმრობისას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკავშილმა ისაუბრა, თუ რა ეკონომიკური ეფექტი მიიღო ამ ტურნირიდან საქართველომ. „წმინდა სპორტული კუთხით, უეფა-მ ჩვენი ორგანიზაცია და მასპინძლობა წარმატებულად შეაფასა. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი გახლდათ […]