ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
უბედური შემთხვევა ქუთაისში. საღორიის უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა. მიღებული ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილობრივების ცნობით, შემთხვევის დროს დედა მეორე მცირეწლოვან შვილს საჭმელს აჭმევდა, რა დროსაც ფანჯარასთან მივიდა და გადმოვარდა.