“Gem Fest 2017”-ზე 7000 ტურისტი უკვე ჩამოვიდა და მათი როცხვი 50 ათასამდე გაიზრდება – გიორგი სიგუა
„Gem fest 2017“ ოფიციალურად გაიხსნა. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში სხვადასხვა ღონისძიებებით დახვდნენ. მთავარი სცენა კი უცხოელმა შემსრულებლებმა დაიკავეს. ფესტივალის ორგანიზატორის განცხადებით, ერთ თვიანი ღონისძიებისთვის ყველაფერი მზადაა და სამეგრელოს უკვე ეწვია 7 ათასი ტურისტი. გიორგი სიგუა ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა ფესტივალის მიმდინარეობის დროს 50 ათასამდე გაიზრდება. გახსნის საღამო განმუხურში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.