გავიღვიძე და ავტობუსი უკვე ამოყირავებული იყო – ერთ-ერთი მშობელი შემთხვევის დეტალებს იხსენებს (ვიდეო)
ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის ერთ-ერთი წევრის მშობელი „მოამბესთან“ ავარიის დეტალებს იხსენებს. როგორც მაკა ბიჩინაშვილმა განაცხადა, ავარიის დროს ავტობუსში ყველას ეძინა. მისივე ინფორმაციით, ანსამბლი თბილისიდან ბულგარეთში მიდიოდა. „ბულგარეთში მივდიოდით. საბაჟოდან 02:00 საათზე გამოვედით, ავარია დაახლოებით 6-ის წუთებზე მოხდა, უკვე თენდებოდა. მეძინა და რომ გამოვიღვიძე, მივხვდი ავარიაში ვიყავით მოხვედრილი. შემდეგ გავითიშე და სხვა დეტალები აღარ […]