Gem Fest-დან საავადმყოფოში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს
მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest-დან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 5-დან 2 ახალგაზრდის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და ისინი გაწერეს, ხოლო დანარჩენი 3 ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 2 ახალგაზრდას დაუზუსტებელი სუბსტანციისა და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, 3-ს კი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. 4 აგვისტოს 22 წლის გოგო, სავარაუდოდ, ძლიერი ინტოქსიკაციით დაიღუპა. წყარო: […]