15 სექტემბრიდან, 13 სამარშრუტო ხაზზე, 125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს – ირაკლი ლექვინაძე
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერიას 50-მდე ახალი, ლურჯი ავტობუსი გაჩერებული ჰყავს. ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს ურჩევს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავოს და მათი ყურადღება კონკრეტული საქმიანი შეთავაზებებით მიიპყროს. როგორც თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, დედაქალაქში ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს, რაც მგზავრთა […]