რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული თენგიზ მიქავა გაათავისუფლეს
რუსი სამხედროების მიერ 9 აგვისტოს გატაცებული სოფელ ტყაიას მკვიდრი თენგიზ მიქავა თავისუფალია. თენგიზ მიქავა მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც ის იარაღის მუქარით რუსმა ჯარისკაცებმა ენგურის მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ თენგიზ მიქაძე გალში იყო გადაყვანილი. დღეს, კიდევ ერთი გატაცებული, სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია გუშინ გაათავისუფლეს.