ვინ არიან პრანკერები ?
12 აგვისტოს რუსმა პრანკერებმა ვლადიმერ კუზნეცოვმა და ალექსეი სტოლიაროვმა ოდესის ყოფილ გუბერნატორთან და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან , მიხეილ სააკაშვილთან საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს . პრანკერები ამტკიცებენ, რომ მათი მსხვერპლი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილია, რომელსაც ისინი უკრაინელი კოლეგის სახელით სააკაშვილის ექსტრადიციაზე ელაპარაკნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერს არასერიოზული უწოდა.