“მარტო იმას გაიძახოდა, მოსაკლავი იყო და მოვკალიო – ბაღდათში მომხდარი მკვლელობის დეტალები
15 აგვისტოს ბაღდათში 83 წლის მამაკაცმა 63 წლის მეუღლე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით ამის მიზეზი აწგარდაცვლილის მიერ მეუღლისთვის მისი წარსული ცხოვრების შესახებ გამხელილი დეტალები გახდა, თუმცა ამ ვერსიას არ ეთანხმება ოჯახის მეზობელი, რომელმაც “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში უსაუბრა, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვა. – ცოლ-ქმარს ოთხი შვილი ჰყავს, უფროსი ორმოც წლამდეა… საშინელ დღეში […]