ჰერბერტ ზალბერმა, რომელმაც ცხინვალის ე.წ ლიდერს გამარჯვება მიულოცა თანამდებობა დატოვა
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ჰერბერტ ზალბერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ის სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ცხინვალში ყოფნის პერიოდში, ე წ. პრეზიდენტს, ე.წ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ზალბერის მანდატის ვადაზე ადრე დასრულებას მიესალმება ქართული მხარე და ცხინვალის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისთვის მილოცვას მის პირად შეცდომად .