რაჭაში მეწყერი ჩამოწვა
მდინარე ლუხუნის ხეობაში, მთა კვლავ ჩამოიშალა. რაჭაში ამბროლაურის რაიონში სამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ლომთაძის ინფორმაციით, გზის გაწმენდის სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება. მეწყერი ამავე მთაზე პირველად ორი კვირის წინ ჩამოწვა, რის შედეგადაც, 900 კომლი გარესამყაროს რამდენიმე დღის განმავლობაში, მოწყვეტილი იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და ქვის ცვენის საშიშროების გამო, […]