შეგიძლიათ თავად იცეკვოთ მოსკოვში – “სუხიშვილებმა” ყირიმში კონცერტზე უარი განაცხადა
ნაციონალურმა ანსამბლმა “სუხიშვილებმა”, რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარების შესახებ შემოთავაზებას უარით უპასუხა. აღნიშნული განცხადება “სუხიშვილები”-ს ოფიციალურ FaceBook გვერდზე გავრცელდა. “დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოთავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: “სუხიშვილები” უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава […]