სააკაშვილი საქართველოში ექსტრადიციას გაასაჩივრებს
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შესაძლო ექსტრადიციას სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაციას “1tv” მისი ადვოკატის, დავით საყვარელიძის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. “რა დაგვრჩენია თუ უკრაინის ხელისუფლება დაიწყებს ექსტრადიციის პროცედურას? რა თქმა უნდა ჩვენ მივმართავთ სასამართლოს”, – ამბობს საყვარელიძე და განმარტავს, რომ ადამიანის ექსტრადირებისთვის აუცილებელი პირობაა, ეს პირი იმყოფებოდეს უკრაინის ტერიტორიაზე და ქონდეს საშუალება უკრაინის სასამართლოში დაიცვას საკუთარი უფლებები. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი […]