კახა კალაძეს პატარა გულშემატკივარი გამოუჩნდა
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მოულოდნელად სცენაზე პატარა გოგონა ავიდა და კალაძესთან ერთად მოისურვა სიტყვით გამოსვლა. მერობის კანიდატმა სიამოვნებით დაუთმო მას მიკროფონი და შემდგეგ გოგონასთან ერთად მუშტაიდის ბაღშიც გაისეირნა.