საქართველოს საელჩო უკრაინიდან დეპორტირებულ ქართველებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს საელჩომ უკრაინაში მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, უკრაინიდან საქართველოს რვა მოქალაქის სამშობლოში იძულების წესით დაბრუნების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებელი კომუნიკაცია დაამყარა და მოცემული მომენტისათვის აგრძელებს პერმანენტულ კავშირს, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებული მოქალაქეები, […]