სროლის და აფეთქებების ხმა გაბრიელ სალოსის გამზირზე – სპეცრაზმი ტერორისტებს ებრძვის
გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაციას ატარებს, აფეთქებების და სროლის ხმა ისმის. სავარაუდოდ კონტრტერორისტული სპეცრაზმი შტურმს აწყობს ტერორისტების წინააღმდეგ. ძლიერი აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა, იყო სროლებიც. ამას კი წინ უძღოდა შუშების მსხვრევის ხმა. რამდენიმე საათით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სპეცოპერაციას ტარდება, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.