ვწერთ და თან, ვიცით, რომ ამ ორ კარგ ბიჭს ვეღარ გავაცოცხლებთ, ყველა ცუდად ვართ… – ინაშვილი
“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, ეხმაურება. ”მთელი ქვეყანა, მთელი თბილისი გლოვობს. ყველგან: ქუჩაში, მაღაზიაში, ტრანსპორტში, სამსახურებში, ოჯახებში ახალგაზრდების მკვლელობა მთავარი თემა და მთავარი ტკივილია. თითქოს ყველაფერი გაჩერდა. არავის აქვს არც ღიმილის უნარი, არც მხიარული განწყობა… უცბად დაღამდა. ისე გვტკივა გული, რომ ვწერთ, ვწერთ, ვწერთ… […]