კიევის პროკურატურამ სააკაშვილის გათავისუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
„ინტერფაქს-უკრაინა“ სამართალდამცველ სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევის პროკურატურამ მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. „დაკავებული სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოებაა დაწყებული უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად“, – განაცხადა წყარომ. ჩემი სიცოცხლე ამიერიდან თქვენ და უკრაინას ეკუთვნის! – სააკაშვილი