რუსთავში ავტოავარია მოხდა
ქალაქ რუსთავში ავტოავარია მოხდა. ფიროსმანისა და სპორტის ქუჩების გადაკვეთაზე, ავტომობილი თავდაპირველად “მერსედეს”-ის მარკის ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად მსუბუქი, დაზიანებები მიიღეს სამმა მამაკაცმა, ასევე მსუბუქად დაშავდა “მერსედესის” მძღოლი ქალბატონი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.