პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა თბილისში გადმოყავთ
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადმოყავთ. თემირლან მაჩალიკაშვილს თბილისში, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანენ. თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ საადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მესამე დღეა მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ქალა – ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. პანკისში დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა