საპროტესტო აქცია ბუნებრივი აირის გადასახადის ჩამოწერის მოთხოვნით
გორის მოქალაქეების ნაწილმა „სოკარჯორჯია-გაზის“ გორის ფილიალთან დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს შორის იყო მანანა ბერუაშვილი, რომელიც მოხმარებული ბუნებრივი აირის მაღალ გადასახადს აპროტესტებდა. მისი თქმით, ერთი და იმავე მოხმარების პირობებში დეკემბრის გადასახადი, ნოემბრის გადასახადთან შედარებით, ორჯერ მაღალია.