Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2018

კვლევა: რა იწვევს მშრომელთა წინააღმდეგობას და რა შედეგი მოიტანა კოლექტიურმა პროტესტმა

0
კვლევა: რა იწვევს მშრომელთა წინააღმდეგობას და რა შედეგი მოიტანა კოლექტიურმა პროტესტმა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით, საქართველოში სოციალური მოძრაობები შეისწავლა. კვლევის შედეგად,  2010–2016 წლებში კულტურის,  გარემოს დამცავ და მშრომელთა წინააღმდეგობისა და  სოციალური პროტესტების შინაარსი, გამომწვევი მიზეზები და გამოხატვის ფორმები გამოვლინდა. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კვლევით დადგინდა, აგრეთვე, თუ რა  შედეგით დასრულდა სოციალური პროტესტები სხვადასხვა  ხელისუფლების დროს:

„მთავარი, რაც საქართველოში პრობლემად დავინახეთ ამ პერიოდში, იყო წინააღმდეგობა ე. წ. მარკეტიზაციისადმი, როდესაც ადამიანები უპირისპირდებიან ყველაფრის პროდუქტად გარდაქმნას, როდესაც  საჯარო ინტერესს თრგუნავს კერძო ინტერესი, როდესაც სახელმწიფოს პოზიციები სუსტდება და დეველოპერული კომპანიები წარმოჩნდება ერთადერთ ძალად, ვინც განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას”, - განაცხადა ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენელმა, თათული ჭუბაბრიამ, რომელიც იკვლევდა კულტურული მემკვიდრეობის, გარემოსა  და ბუნების  დაცვისკენ მიმართულ პროტესტებს საქართველოში. გარდა ამ ორი მიმართულებისა, კვლევის საგანს წარმოადგენდა ინდუსტრიულ-სამრეწველო, სამთო-მოპოვებითი და სატრანსპორტო სექტორებში დასაქმებულთა წინააღმდეგობა.  სოციოლოგი  თამარ ქებურია ამბობს, რომ კვლევის დროს ათი ასეთი შემთხვევა შეისწავლეს, მათ შორის კოლექტიური პროტესტი თბილისში, ტყიბულში, კაზრეთში,  ზესტაფონსა და ქუთაისში:

„დაბალი ანაზღაურება და არასათანადო სამუშაო პირობები,  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მოცემულობა  იყო პროტესტის წინაპირობა. აგრეთვე, დაუცველობის მაღალი განცდა ჰქონდათ დასაქმებულებს. განსაკუთრებით დაუცველად გრძნობდნენ თავს  2010-2011 წლებში, ამ დროს არსებული  შრომის კოდექსის გამო, რომელიც თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების  საშუალებას იძლეოდა.  თუმცა ეს კოდექსი შემდეგ შეიცვალა“.

ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქვეყანაში თვითდასაქმებულზე მოდის - 58 %. სოფლის მეურნეობაში 19 %-ია დასაქმებული. ყველაზე ცოტა კი რეალურ, ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულთა რიცხვია, რომელიც 5 %-ს შეადგენს და ყველაზე მაღალი ანაზღაურება სწორედ ამ მიმართულებაშია.

შრომის კოდექსი ხელისუფლების შეცვლასთან ერთად შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა ფაქტორები, რაც  მშრომელთა უკმაყოფილებას  იწვევს და, ამავე დროს, აფერხებს წინააღმდეგობას,  ამბობენ მკვლევარები.  ისინი აღნიშნავენ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას, რის შედეგადაც მაღალია უმუშევრობის  მაჩვენებელი და ასევე მაღალია თვითდასაქმებულთა  წილი:

„ყველაზე დიდი მაჩვენებელი ქვეყანაში თვითდასაქმებულზე მოდის - 58 %. სოფლის მეურნეობაში 19 %-ია დასაქმებული. ყველაზე ცოტა კი რეალურ, ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულთა რიცხვია, რომელიც 5 %-ს შეადგენს და ყველაზე მაღალი ანაზღაურება სწორედ ამ მიმართულებაშია. შესაბამისად, იმდენად მაღალია მოთხოვნა, რომ მოქალაქე ამ სექტორში იყოს დასაქმებული, რომ  აქ დასაქმებული მოქალაქეები მუდმივად სამსახურიდან გათავისუფლების შიშს განიცდიან“.

სამსახურიდან განთავისუფლების შიში ხელს უშლიდა დასაქმებულებს შრომითი უფლებების დაცვასა და კოლექტიური პროტესტის გამოხატვაში.  სოციოლოგი თამარ ქებურია ამბობს, რომ კვლევამ აჩვენა აგრეთვე კიდევ ერთი ხელის შემშლელი მიზეზი, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ფინანსური დავალიანების საგანგაშო სტატისტიკას უკავშირდება:

„საქართველო მე-4 ადგილზეა მსოფლიოში  მოსახლეობაში კომერციული ვალის ფლობის გამო. 1000 ადამიანიდან  680-ს აქვს საბანკო ვალდებულება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აფერხებს მშრომელთა წინააღმდეგობას, იმიტომ რომ დასაქმებულები ფინანსურად არიან დამოკიდებული ხელფასზე. თუ გაიფიცებიან, მათ ხელფასს არავინ გადაუხდის და ამ დროს საბანკო ვალდებულება აქვთ შესატანი“.

ამ წელს შეიცვალა შრომის პროტესტის მნიშვნელობა და შინაარსი. ის ხდება არა მარტო მშრომელთა, არამედ  სოციალური მნიშვნელობის პროტესტი, რასაც კვლევა ადასტურებს. პროცესში ერთვებიან აქტივისტური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც იმას განაპირობებს, რომ  მოთხოვნების მასშტაბი გაიზარდა, ისმოდა მოწოდება „ძირს ბიზნესის დიქტატურა!“, ანუ კერძო ინტერესის საჯარო ინტერესზე დომინაცია გახდა პროტესტის მთავარი საგანი.

მკვლევარი თამარ ქებურია აღნიშნავს, აგრეთვე,  2010-2011 წლებში, რადიკალური წესრიგის პოლიტიკის შედეგად,  მშრომელთა წინააღმდეგ  რეპრესიების ფაქტებს  ქუთაისის ჰერკულესის ქარხნის მაგალითზე, რომელსაც უცხოურ მედიასთან ერთად  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ:

„2010-11 წლებში პოლიციური რეპრესიული სისტემა უშლიდა ხელს მშრომელებს, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ შრომითი უფლებების დასაცავად. მაგალითად, 2011 წელს ქუთაისში ქარხანა „ჰერკულესის“ გაფიცული მუშები სპეცრაზმმა დაარბია, ეს გაფიცვა კი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სრულიად კანონიერად, ყველა პროცედურების დაცვით და მასში ჩართული იყვნენ პროფკავშირებიც. ამ ფაქტის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა საერთაშორისო მედიაში. Human Rights Watch-მა მთელი თავი მიუძღვნა ამ შემთხვევას, რომელმაც ძალიან დააზიანა  საქართველოს რეპუტაცია“.

2010-11 წლებში საქართველოში დასაქმებულთა კოლექტიური პროტესტის  სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ციფრი რადიკალურად გაიზარდა 2012 წელს - მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ამ პერიოდში მშრომელების ფართომასშტაბიანი პროტესტების ციკლი დაიწყო, თუმცა, როგორც კვლევის ანალიზმა აჩვენა, 2014 წელს კაზრეთში მშრომელების უშედეგო პროტესტმა იმედი გაუცრუა დასაქმებულებს და, შედეგად, 2015 წელს   არ ფიქსირდება არც ერთი ფართომასშტაბიანი კოლექტიური პროტესტი, მიმართული შრომითი უფლებების დასაცავად. 2016 წელს კი ორგანიზაცია „იემ სის“ ანალიტიკოსები ყველაზე საინტერესო წელს უწოდებენ, წინააღმდეგობის თვალსაზრისით:

„ამ წელს შეიცვალა შრომის პროტესტის მნიშვნელობა და შინაარსი. ის ხდება არა მარტო მშრომელთა, არამედ  სოციალური მნიშვნელობის პროტესტი, რასაც კვლევა ადასტურებს. პროცესში ერთვებიან აქტივისტური ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც იმას განაპირობებს, რომ  მოთხოვნების მასშტაბი გაიზარდა, ისმოდა მოწოდება „ძირს ბიზნესის დიქტატურა!“, ანუ კერძო ინტერესის საჯარო ინტერესზე დომინაცია გახდა პროტესტის მთავარი საგანი. შრომითი უფლებების მოთხოვნები აიტაცეს აქტივისტებმა, რომლებიც მწვანე საფრისა და ეკოლოგიურ საკითხებზე, ასევე ქალთა უფლებებზე მუშაობდნენ და ეს პლატფორმები გამოიყენეს იმისთვის, რომ ფართოდ გაეჟღერებინათ ის წუხილები, რომელიც საზოგადოებაში დაგროვილი იყო“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებულმა  კვლევამ აჩვენა, რომ  მშრომელთა ყველაზე რადიკალური პროტესტის ფორმამ, გაფიცვამ,   არ მოუტანა შედეგი წინააღმდეგობაში  მონაწილე დასაქმებულებს:

„თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ გაფიცვებით მიაღწიეს, იყო ის, რომ შრომის საკითხები დაბრუნდა პოლიტიკურ დღის წესრიგში და დისკუსიის საგანი გახდა. ეს არის მთავარი შედეგი და ამის შემდეგ რაც უნდა გავაკეთოთ, ის არის, რომ ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების კონსოლიდირება სისტემური რეფორმის  მოთხოვნით. ამიტომ ესეც შედეგია და არ უნდა დავაკნინოთ“, ამბობს  ლინა ღვინიანიძე,   ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о планах развития Мнёвниковской поймы





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Шнуров

Стас Михайлов заявил, что до сих пор обижается на Сергея Шнурова




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Альбина Мухаметзянова на ПМЭФ объявила о выходе сериала «Команда МАТЧ» в Казахстане

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


WTA

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Российский «Аквариус» выпустил настольные ПК и моноблоки с процессорами Intel 14-го поколения



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России